თავში

ახალი პროფკავშირები შრომის რეგულაციების საფრთხეზე საუბრობს

ახალი პროფკავშირები შრომის რეგულაციების საფრთხეზე საუბრობს
ახალი პროფკავშირები შრომის რეგულაციების საფრთხეზე საუბრობს

პროფკავშირების ახალი გაერთიანების წევრებმა „სოლიდარობის ქსელი“ და “ერთობა 2013-ის” წარმომადგენლებმა, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, გაუგებარია გააუმჯობესებს, თუ არა შემოთავაზებული ინიციატივები დასაქმებულთა უფლებებს, რადგან კანონპროექტი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე. ისინი დასაქმებულთა უფლებების დაცვას მიესალმებიან, თუმცა, ამ რეგულაციების ამოქმედებაში რეალურ საფრთხედ და განსაკუთრებულ დარტყმად, სამუშაო საათების შეზღუდვას ასახელებენ.

" ასეთი კანონპროექტები არ შეიძლება შეიქმნას ერთ კაბინეტში. კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს ჯერ დაეწყო ზრუნვა, რეალურად ყოფილიყო დაცული ის უფლებები, რაც ამ ეტაპზე აქვს დასაქმებულს. რეალურად არ ხდება ეფექტური გამოყენება და დაცვა უკვე არსებული უფლებების. ახალი რეგულაციების მიღება იქნება დასაქმებულის მოტყუება, რომ თითქოს მას უფლებები ეზრდება და რეალურად შეიძლება პირიქით მოხდეს და დაზარალდეს," - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა დავით ომსარაშვილმა.

მეტროს თანამშრომელთა პროფკავშირის "ერთობა 2013" პოზიციით, კარგი იქნებოდა პირველ ეტაპზე, შესწავლილი ყოფილიყო საზოგადოებრივი აზრი და მხოლოდ მას შემდეგ გაკეთებულიყო ახალ ვერსიაში მსგავსი შეზღუდვები.

"არ შეიძლება საქმე დაიწყო ბოლო საფეხურიდან, შეუძლებელია აუკრძალო ადამიანს ორ სამსახურში მუშაობა, ვიდრე მინიმალური ხელფასი არ არსებობს. ასევე გაუგებარია ზეგანაკვეთური საათების შესახებ შეზღუდვაც. ახალი რეგულაციებით გაურკვეველია როგორ შეძლებენ გრაფიკის გამართვას მეტროს მემანქანეები," - განაცხადა ერთობა 2013-ის წარმომადგენელმა ზაზა ბარბაქაძემ.

პრესკონფერენციაზე გამოითქვა შენიშვნები, შრომის კოდექსის ახალი შეზღუდვებზე, სამუშაო საათებთან დაკავშირებითაც. პროფკავშირების ახალი გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში 229 000 დაქირავებული მშრომელი იღებს 500 ლარზე ნაკლებ სარგოს და მათი დიდი უმეტესობის ხელფასი, მხოლოდ 280 ლარია. ასეთ პირობებში სამუშაო საათების შეზღუდვით მათ მოესპობათ შანსი დამატებითი სამსახური შეითავსონ და მათ მოუწევთ ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი, თავის გადასარჩენად. პროფკავშირების ახალი გაერთიანება, გეგმავს მინიმალური ხელფასის შესახებ მუშაობა განაგრძოს, ისინი აგროვებენ ხელმოწერებს და ინიციატივას უშუალოდ მოსახლეობას გააცნობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system