თავში

ირაკლი პეტრიაშვილი: ბიზნესის შენიშვნები ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს

ირაკლი პეტრიაშვილი: ბიზნესის შენიშვნები ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს
ირაკლი პეტრიაშვილი: ბიზნესის შენიშვნები ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, არ წყდება აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან. აღნიშნულის შესახებ report.ge-მ კომენტარი სთხოვა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს.  

"ჩვენთვის ბიზნესასოციაციის შენიშვნები ცნობილია. ჩემი აზრით, ეს, აბსოლუტური ნონსენსია, ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას მაგონებს. ასოციაციისთვის შეთავაზებულ იქნა, რომ დიალოგის ჭრილში ვიყოთ და რეალურად შევძლოთ პრობლემის გადაწყვეტა. თუმცა, ისეთი განგაში ატეხეს და ისეთი აპოკალიფსი დახატეს, რომ გაოცებას იწვევს. ვინც არ იცის ბიზნესასოციაციის შიგთავსი (პროფკავშირებსითვის ეს ცნობილია), შეიძლება მათი პათოსი მოსაწონიც გახდეს, მაგრამ ამ ორგანზიაციას რეალურად თავს თავში აქვს პრობლემა. ისინი არ არიან ღია დიალოგს მიჩვეული, სამთავრობო ლაბირინთებში საკითხებს ინდივიდუალურად აგვარებდნენ და არა დასაქმებულებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის რეჟმში. არ მაქხსენდება არც ერთი შემთხვევა, ერთობლივად მოეხდინათ ისეთის აკითხების ინიცირება და მხარადჭერა, რაც არის რაციონალური, აქსიომური ჭეშმარიტება. დასაქმებულებს როგორც მხარეს, არ განიხილავენ და ეს არის სწორედ მათი პრობლემა". - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

საქართველოს პროფკავშირებში მიაჩნიათ რომ აღნიშნულ რეგულაციებს ასევე არ ექნება უარყოფითი გავლენა ეკონომიკური შედეგების კუთხით, პირიქით რეგულაციების გარეშე წარმოუდგენლად ეჩვენებათ მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კრიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა ასევე თანამშრომელთან კონტრაქტის შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვას. ახალი რედაქციით "სხვა ობიექტური მიზეზით" სამსახურიდან დასაქმებულის გაშვება შეუძლებელი ხდება. მათივე განცხადებით, ისეთი ობიექტური მიზეზი, რომელიც კონკრეტულ ჩამონათვალში არ გვხვდება, უამრავი შეიძლება იყოს და ამ მუხლის ამოღება რეალურ პრობლემებს შექმნის. ბიზნეს ასოციაციის წევრების თქმით, ქართულ სასამართლოში აღნიშნული მუხლით გასაჩივრების მხოლოდ ორი საქმე არსებობს და არ ესმით რატომ დადგა დღის წესრიგში მისი ამოღება. ირაკლი პეტრიაშვილი არც ამ შენიშვნას იზიარებს და, პირიქით, ამბობს რომ ამ მუხლით დაზარალებული ასობით დამსაქმებლის საქმეს განიხილავს სასამართლო.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ,,სხვა ობიექტური პირობებისგამო" გათავისუფლებებთან დაკავშირებით კანონმდებლოაბში ჩანაწერის გაუქმდეს, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით. ჩვენი მოთხოვნაა ნორმალურ სამუშაო გარემსოათან, დასაქმებულების უფლებებთან დაკავშირებით, კანონი იყოს უფრო მკაფიო და დასაქმებული ინტერესებზე მორგებული. პროფკავშირების მოთხოვნა თუ დაკმაყოფილდა, ჩანაწეტრი, რომ დასაქმებული ან კონტრაქტისნ გამო გათავისუფლდა, ან არაკვალიფიციური იყო , აღარ იარსებებს. ფაქტობრივად, ადამიანებს თავისი ლოგიკური მოთხოვნები აქვთ, რაც შეიძლება ეხებოდეს ასევე პროფკავშირების შექმნის ინიციატივას, მაგრამ მათი სისრულეში მოყვანის მხრივ დასაქმებულებს სერიოზული ბარირეი ხვდებათ. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანია, რომლებსაც დავა აქვთ შრომითი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. კონკრეტუალდ ამ მუხლით ათასობით ადამიანი დაზარალდა, რომელთა საქმეები სასამართლოებში დღესაც განიხილება," - აღნიშნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.

ბიზნეს ასოციაციამ ახალი რეგულაციებიდან მომდინარე საფრთხეებზე მედიის თანდასწრებით, რამდენიმე დღის წინისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system