თავში

ახალციხეში ახალგაზრდა ქალს სცემეს

ახალციხეში ახალგაზრდა ქალს სცემეს
ახალციხეში ახალგაზრდა ქალს სცემეს

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ერთ–ერთი გარე მოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ყიდდა, გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა სცემა. თავისა და სახის არეში მიყენებული დაზიანებებით ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები report.ge -სთან ყვებიან, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა.

„ხურდებზე დაიწყეს ჩხუბი, რა ვერ გაიყეს, არ ვიცი. ჯერ ამ კაცის ცოლი და ეს ქალი ჩხუბობდნენ. მერე კაცმა სცემა ქალი, თავში ურტყამდა და გაიქცა“,- ამბობს report.ge-სთან ერთ–ერთი თვითმხილველი.

კაცი, რომელიც 39 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილიდან მიიმალა.

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა უკვე დაადგინა და საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system