თავში

აშშ-მ იაპონიასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია

აშშ-მ იაპონიასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
აშშ-მ იაპონიასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ტოკიოსთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომელიც კონგრესში დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. ამერიკელი ლიდერის თქმით, ახალი ტარიფები ავტომობილების ექსპორტს არ დააზარალებს.

კონგრესისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც თეთრი სახლია აქვეყნებს, ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში სატარიფო ბარიერებსა და ციფრულ ვაჭრობაზე იაპონიასთან რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

ტოკიო ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუმცა აღნიშნავს რომ მხარეებს შორის "პოზიციების დაახლოება" დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system