თავში

ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

​ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა
ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა.

საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა ხუთი კვირით, 14 ოქტომბრამდე შეწყვიტა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, ეს მას ხისტი ბრექსიტის განხორციელებაში დაეხმარებოდა.

გასულ კვირას დეპუტატებმა მოასწრეს ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მეთაურს ავალდებულებს, ბრექსიტის ვადა გაახანგრძლივოს.

ამასთან, დათხოვნამდე რამდენიმე საათით ადრე, თემთა პალატამ მხარი არ დაუჭირა ვადამდელი არჩევნების გამართვას. ამგვარად, 31 ოქტომბრამდე დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი გზა აღარ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system