თავში

ჩინეთში ღორის ხორცის დეფიციტია

​ჩინეთში ღორის ხორცის დეფიციტია
ჩინეთში ღორის ხორცის დეფიციტია

ჩინეთში ღორის ხორცის დეფიციტმა იმდენად დიდ მასშტაბებს მიაღწია, რომ რამდენიმე პროვინციას რამდენიმე გაყინული მარაგის გახსნა მოუწია.

ადგილობრივი რეზერვების გამოყენება ბოლოდროინდელ კრიზისთან გამკლავების მიზნით გადაწყდა. 

ღორის ხორცის უმსხვილესი ბაზარი უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის მას შემდეგ, რაც დაახლოებით 100 მლნ ღორი აფრიკულმა ჭირმა იმსხვერპლა. შედეგად ღორის ხორცის დეფიციტი შეიქმნა, ფასმა კი 50%-ით მოიმატა.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ღორების პოპულაციის გაზრდისთვის ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და ფერმების მოდერნიზებას იწყებს. შესაბამის უწყებებს ფასებზე დაკვირვება, წარმოების სტაბილიზაცია და საბაზრო ღირებულების დარეგულირება დაევალა. 

ღორის ხორცის სტრატეგიული რეზერვი ჩინეთში 1970 წლებიდან არსებობს. მისი მიზანი საგანგებო სიტუაციებთან გამკლავება და საჭიროების შემთხვევაში ფასების სტაბილიზაციაა. გარდა ხორცისა, რომელიც სპეციალურ მაცივრებში ინახება, ჩინეთის მთავრობა ასევე ცოცხალი ღორის მარაგებს ფლობს, რომელსაც ფერმერებს კრიზისის დროს ურიგებენ. რეზერვებში არსებული მარაგის ზუსტ რაოდენობას ხელისუფლება არ ასახელებს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ რომ მიწოდებამ შეიძლება ასობით ათასი მეტრიკული ტონა შეადგინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system