მე-12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა 31 წლის მამაკაცი დააკავეს. 

როგორც report.ge- ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში, ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.

ცხოველი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა, გუშინ თბილისში გადაიყვანეს. ვეტერინარებმა ძაღლს ოპერაცია გაუკეთეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. მუცლად მყოფი ლეკვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.