11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა, 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.