21 წლის ქართველზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

უგზო-უკვლოდ დაკარგულ 21 წლის ქართველ მამაკაცზე, ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ, ყვითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

უკვე 4 წელია მას ქართველი სამართალდამცველები ეძებენ. გოგი დოლიძე ბუნდოვან ვითარებაში 17 წლის ასაკში გაუჩინარდა. 

გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დილის ცხრა საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა.