30 წლამდე მამაკაცი მოკლეს ქობულეთის სოფელ ხალაში

30 წლამდე კაცი მოკლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში. არსებული ინფორმაციით მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა. 

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.