5 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის 75 წლის კაცი დააკავეს

75 წლის მამაკაცი 5 წლის გოგონასადმი გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. მეზობლების ინფორმაციით მომხდარს ბავშვის უმცროსი და შეესწრო, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია და ხმას ვერ იღებს. ამ დროისთვის მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

მომხდარი გაუხმაურებელი დარჩებოდა, რომ არა ბავშვები დედა, რომელიც სახლში შევიდა და მცირეწლოვანზე სექსუალური ზემოქმედების ფაქტს შეესწრო.

ბავშვმა მოგვიანებით დედას მოუყვა, რომ 75 წლის მამაკაცი მასზე ხშირად ძალადობდა, როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ.

75 წლის მამაკაცი ოჯახის მეზობელია. ის ბავშვებთან ხშირად გადმოდიოდა და ამბობდა, რომ პატარებთან თამაში მოსწონდა.

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.