52 წლის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა

ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ 23 წლის დისშვილმა დაჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მოტივი ქონებრივი უთანხმოება იყო.

დაშავებულის შვილის ინფორმაციით, დაჭრილი მწოლიარე დას უვლიდა.

ცნობისთვის, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ქალი ცივი იარაღით, ზურგი არეში დაჭრეს.

დაშავებული მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.