"83 წლის ქალი გაკოჭეს"- რა მოხდა სენაკში

სენაკში, შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი გაძარცვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მძარცველებმა 83 წლის ქალი გაკოჭეს და სახლიდან თანხა წაიღეს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.