აბაშაში 60 წლის ქალზე, სექსუალურად იძალადეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, 60 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს. ამ დროისათვის სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციას, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი უკვე დადგენილი ჰყავს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სქესობრივ დანაშაულს, გაუპატიურებას გულისხმობს.