აბასთუმანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

აბასთუმანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე კურცხანასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.