გლდანში მაღაზია გაქურდეს

თბილისში, გლდანში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. ფაქტი გამთენიისას, მეტროსადგურ ,,ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ დროისათვის დაუდგენელმა პირებმა კარი გატეხეს და სავარაუდოდ, ასე შეაღწიეს მაღაზიაში.

ამ ეტაპზე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია რა არის წაღებული მაღაზიიდან.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.