აღდგომის ღამეს ქუთაისში სახლი გაქურდეს

ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე, აღდგომის ღამეს,კომენდანტის საათის დროს უცნობი პირები სახლში შევიდნენ. მათ თანხა და ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებსაც ეძინათ. 

ისინი პოლიციამ უკვე გამოკითხა. report.ge-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.