ახალციხეში სახლი გაქურდეს

ახალციხეში სახლი გაქურდეს. სახლის მეპატრონე ბინაში რამდენიმე დღე არ იმყოფებოდა, შესაბამისად მისთვის უცნობია კონკრეტულად როდის შეაღწიეს მის კუთვნილ ბინაში ბოროტმოქმედებმა.  ის სახლში დღეს მივიდა და აღმოაჩინა, რომ სახლი გაქურდული იყო.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.