ახმეტაში მამაკაცის მკვლელობის მცდელობისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ

ახმეტაში წუხელ მომხდარი მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა დაპირისპირებაში გადაიზარდა. წუხელ 30 წლის მამაკაცს ახმეტაში ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.