ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს - VIDEO

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. მათ ორი პირი დააკავეს: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.