აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს - VIDEO

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც Facebook-ის live ვიდეოში ჩანს, პოლიციასა და ფერაძეს შორის შელაპარაკება ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფერაძის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს