ამ წუთებში პეკინის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს - PHOTO

ამ წუთებში პეკინის და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ფოტოებში, რომელიც report.ge-ს ექსკლუზიურად მოაწოდეს, ჩანს, რომ სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, რომელსაც მიმდებარე  ტერიტორია აქვს გადაკეტილი. 

უცნობია დაკავებულთა ვინაობა. როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებს უწყება ჯერ ჯერობით არ ასაჯაროებს.