ანკარაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

ანკარაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. მათ ტექნიკის მაღაზიასა და 4 სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად. თურქული მედიის ცნობით, დანაშაული მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. სავაჭრო ობიექტიდან მოპარულია ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, საათები და სხვა ნივთები.

ანკარაში მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.