არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ხომასურიძემ დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ხომასურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას 4 უცნობი პირი დაესხა თავს.

 მომხდარში ხომასურიძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს ადანაშაულებს. ხომასურიძის მტკიცებით, უცნობი პირები მას სწორედ ნიკოლაძის დავალებით გაუსწორდნენ.