ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.