ავჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე report.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტეს, რამდენი პირია დაკავებული და რა საქმეს უკავშირდებდა აღნიშნული ღონისძიებები. სამინსიტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ  ავჭალის დასახლებაში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამართადამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.