ბაღდათში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ზარალი მიადგა ობიექტს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.