ბაღდათში მოხუც ცოლ-ქმარს სცემეს და დააყაჩაღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, ,,კომენდანტის საათის" დროს მოხუც ცოლ-ქმარს სცემეს და დააყაჩაღეს. 

80 წლის მამაკაცს და მის მეუღლეს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა, უცნობია.

ნაცემი ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი.