"ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა აღარ ემუქრება

კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 39 წლის მამაკაცს, რომელმაც 3 პირი დაჭრა, პროკურატურა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, რაც 20 წელს ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა საგამოძიებო უწყებამ დაკავებულს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლი წაუყენა. აღნიშნული მუხლი 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 39 წლის მამაკაცს კლუბში შელაპარაკების გამო, ტერიტორია დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს, მოგვიანებით ის "ბასიანში" დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.