ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 

50 წლამდე ასაკის მამაკაცის ავტომობილიდან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.