ბათუმის ბულვარში ჯიხური გაქურდეს

ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს. შემთხვევის ადგილიდან წაღებულია თანხა და სიგარეტი.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ქურდი ჯიხურის ფანჯრიდან გადმოძვრა და მიმდებარე ტერიტორიიდან მიიმალა.

 ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.