ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ეზოში მარიხუანას ნერგები აღმოაჩინეს

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში, სავარაუდოდ, რამდენიმე ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს.

ნარგავის ძირში სპეციალურად, ხის პატარა ჯოხებია დამაგრებული და მიწა დამუშავებულია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია საგამოებო მოქმედებები, სკოლაში უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

„თანამშრომლები გუშინ შვებულებიდან სკოლაში დაბრუნდნენ. დავიწყეთ ეზოს მოწესრიგება. ამ ნარგავის შესახებ რომ გავიგე, მივმართე პოლიციას. ექსპერტიზა დააგდენს, რა მცენარეა“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა, რუსუდან დავითაძემ.