ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით ფეხში აქვს მიყენებული.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.