ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს

ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი სამარშუტო ხაზზე მუშაობდა.

სამართალდამცველებმა მიკროავტობუსი უკვე იპოვეს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

report.ge-ის ინფორმაციით საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ნიშნავს.