ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის შუშები. 

ამ დროისათვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.