ბათუმში საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

რა წაიღეს მძარცველებმა, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.