ბათუმში სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს 

ბათუმში სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს. გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელი თანხის წაღებას ცდილობდა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.