ბათუმში სავარაუდო მკვლელობისა და თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში მომხდარი სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი უკრაინელია და რამდენიმე წელია ბათუმის ერთ-ერთ სალონში მუშაობდა. ბინას, სადაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, ის თავად ქირაობდა.

რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, ერთ-ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, სავარაუდო მკვლელობის ჩადენის შემდეგ მან თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, ბათუმში, კობალაძის ქუჩის 8 ნომერში, საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობს. გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი დღეს დილით აღმოაჩინეს

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო