ბათუმში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჯავახიშვილის და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე მოხდა. დაჭრლია შუახნის მამაკაცი. თავდამსხმელმა მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. 

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.