ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. report.ge-ს ინფორმაციით მძარცველებმა თანხის წაღება ვერ მოახერხეს.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა უკვე ამხილეს ორი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ქურდობას გულისხმობს.