ბობოყვათში 10-მდე პირი დააკავეს

ქობულეთში მომხდარ დაპირისპირებას მასობრივი დაკავება მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. 

პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა. 

აქცია ბობოყვათში მიწების გასხვისების გასაპროტესტებლად მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რკინიგზის მაგისტრალიც.