ბოლნისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ბოლნისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილს დაზიანებები, დანით აქვს მიყენებული.

report.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში შემთხვევა დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.