ბოლნისში მამაკაცი მოკლეს

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ცეცხსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

კლინიკის დირექტორის განცხადებით, სადაც ის გადაიყვანეს, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მას ზურგის მხრიდან ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

მკვლელობის მოტივი უცნობია.