ბოლნისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - VIDEO

სამართალდამცველებმა გუშინ, ბოლნისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან Report.ge-ს აცნობეს, რომ პოლიციამ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. 

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, თანასოფლელს - 1949 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ეჭვიანობის
ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.