ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი - საპატრიარქო გუშინდელ მკვლელობაზე

საქართველოს საპატრიარქომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათ დაადასტურეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირი, ბერი ანტონია, რომელიც წალკის მამათა მონასტერში მსახურებდა. 

საპატრიარქო ადასტურებს, რომ ბერი ანტონი დაბარებული იყო გამოკითხვაზე. მათივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.