ჭავჭავაძის გამზირზე მოპარული მოპედის ქურდები იპოვეს

სამარტალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია "გლოვოს" თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ "აგროჰაბში" შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.