ჩოხატაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - განახლებულია

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მკვლელობა მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მეზობლების ინფორმაციით მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. უცნობია მოტივიც.

როგორც Report.ge -ს შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.