დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა

სამართალდამცველებმა დუშეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის შესახებ Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.