დაკავებულია ქართველი "კანონიერი ქურდი" "გია გალსკი"

ქართველი "კანონიერი ქურდი" გიორგი ზარანდია, რომელიც "გია გალსკის" მეტსახელით არის ცნობილი, თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში, საკუთარ სახლში დააკავეს. 

გიორგი ზარანდიას ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობა.

"გია გალსკი" ასევე მხილებულია მეუღლის, იულია ვოლკოვას ცემაში.