"დანა ესროლა და არტერიაში მოხვდა" - სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა საკუთარი მეუღლე, ცივი იარაღით მოკლა. 

მან მეუღლეს დანა ესროლა, რომელიც ქალს არტერიაში მოხვდა. 

მამაკაცი უკვე დაკავებულია, ის პოლიციას თვითონ ჩაბარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.